понедельник, 25 сентября 2017 г.

წლის განმავლობაში საკლუბო მუშაობის წარმართვა
 კურატორი მასწავლებელი - ნათელა ღლონტი
კლუბის სახელწოდება და შესაბამისი ატრიბუტიკა( სლოგანი ემბლემა)-
,,საფიხვნო“,
კლუბის წესდება, კლუბის წევრთა უფლება მოვალეობანი, მასში გაწევრიანების პროცედურები
-კლუბს აქვს საგანმანათლებლო ხასიათი;
კლუბში გაწევრიანების უფლება აქვს  ნებისმიერ მოსწავლეს 5-12 კლასების , რომლებისც იზიარებენ კლუბის წესდებას, კლუბში გაწევრიანება ნებაყოფლობითია;
-კლუბის წევრები ესწრება შეკრებებს;
-საპატიო მიზეზით შეიძლება კლუბის წევრმა გაცდინოს შეკრება;
-კლუბის ლიდერის არჩევნები ტარდება სასწავლო წლის დასაწყისში;
-კლუბის წევრები ვალდებულნი არიან დაიცვან კლუბის წესები;
-კლუბს აქვს სახელწოდება, ლოგო, სლოგანი,, იურიდიული მისამართი,  (დვაბზუს საჯარო სკოლა)
- კლუბის წევრებს გადაეცემათ მოწმობა
კლუბის დაარსების მიზანი, ამოცანები და მათი გადაჭრის გზები,
დვაბზუს საჯარო სკოლის მოსწავლებმა 2017 წ ჩამოაყალიბდა კლუბი, რომლის კორდიანატორი მასწავლებელია ნათელა ღლონტი , კლუბის დაარსება მიზნათ ისახავს 1.მოსწავლეთა ინტელექტუალური შესაძლებლობების ამაღლებას ,2 საზოგადოებრივი საქმიანობებში მოსწავლეთა ჩართვას,  3 ცხოვრების ჯანსაღი წესის  დამკვიდრების ხელშეწყობა, 4 მულტიკულტურული უნარების  ამაღლება მოსწავლეებში, 5. ემპათიის და თანადგომის უნარების განვითარება მოსწავლეებში;  6.უსაფრთხოება და მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერება  7.  ჩვენი რეგიონი და ტურიზმი
8 ტრადიციები და თანამედროვეობა,  9.ევროპა და საქართველო
10. გაიცანი საქართველო
ამ მიზნის მისაღწევად სხვადასხვა აქტივობებია დაგეგმილი კერძოდ
1.სხვადასხვა ინტელექტუალური კონკურსების მოწყობა;
2.სოციალური პროექტების განხორციელება;
3.კოფნფერენცია  თემაზე ,,როგორ ვიცხოვრო ჯანსაღი ცხოვრებით;
4 მოსწავლეთა მხრიდან სხვადასხვა ეთნიკური უმცირესოსების წარმომადგენელი ხალხის მოძიება  მათი ყოფა -ცხოვრების გაცნობა, პრეზენტაციის მომზადება;
5 კლუბის წევრების მიერ ადამიანების მოძიება , რომლებიც საჭიროებენ დახმარებას  ასეთი ადამიანებზე პრეზენტაციების მომზადება , და შესაბამის ორგანიზაციებტან მათ შესახებ ინფორმაცის მიწოდება,
6ჩემი ეზო, ჩემი სკოლა, ჩემი ქალაქი/სოფელი, ჩემი სამშობლო, ისტორია, გამოჩენილი პიროვნებები, მნიშვნელოვანი მოვლენები, ტრადიციები, წესები და კანონები;
7.   გურიის  რეგიონზე საინტერესო ცნობების მოძიება, ტურიზმის მიმართულებით , საინტერესო ადგილები, კურორტები, ეთნოგრაფია;
8 ქართული ტრადიციების შესახებ ცნობების მოძიება, პრეზენტაციების გაკეთება
9. ევროპასა და საქართველოს შორის  ურთიერთობების ღრმა ფესვები , კულტურაში, პოლიტიკაში  , ლიტერატურაში ამ თემებზე პრეზენტაციების მომზადება ჯგუფების მიერ.
10. გაიცანი საქართველოს  ფარგლებში ექსკურსიის ორგანიზება;
ქართული ენის წრე 5;6;7 კლასებში
მასწავლებელი ნათელა ღლონტი
სასწავლო წლის პირველ სემესტრში შეიქმნა ქართული ენის გრამატიკის შემსწავლელთა წრე, რომელიც შედგება 10 მოსწავლისაგან. წრე ტარდება კვირაში ორჯერ, ოთხშაბათს, პარასკევს  წრეზე განსახილველი თემები წინასწარ არის გაწერილი, რომელიც ემსახურება მოსწავლის, როგორც სააზროვნო ასევე წერისა და კითხვის უნარების განვითარებას. 

წრის დასახელება და მოკლე დახასიათება  - დვაბზუს საჯარო სკოლაში  ჩამოყალიბდა ქართული ენის გრამატიკის უკეთ შესწავლის მსურველთა წრე ,, ლამპარი“  წრე სკოლის რესურსების და მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით იქნა შერჩეული, წინასწარი მოკვლევის საფუძველზე სკოლამ განსაზღვრა მიმართულება.
            თემატიკა წრის მუშაობის პროფილი მისი ჩამოყალიბების მიზანი აქტუალურობა და მნიშვნელობა
            წრის მუშაობის პროფილი ,როგორც ავღნიშნეთ ითვალისწინებს ქართული ენის გრამატიკის შესწავლას სიღრმისეულად, გათვალისწინებული იქნება მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებები და ასაკობრივი თავისებურებები.
წრის შექმნის მიზანია ქართული ენის გრამატიკის უკეთ შესწავლა და პრაქტიკაში გამოყენება, სწორი უნარ-ჩვევების დაუფლება, ქართული ენის გრამატიკისადმი მოსწავლეთა ინტერესის გაღრმავება, მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდა სასწავლო პროცესში, მოსწავლეთა მოტივაცის ამაღლება, ასევე  მოსწავლეთა შორის თანამშრომლობითი უნარების განვითარების ხელშეწყობა.
 წრის შექმნის აქტუალობა  განაპირობა  კერძოდ იმან, რომ ქართული ენის გრამატიკა სკოლაში სიღრმისეულად არ ისწავლება, ეროვნული სასწავლო გეგმა არ ითვალისწინებს გრამატიკის ცალკე დისციპლინად შესწავლას, არ არის გამოყოფილი ენა და ლიტერატურა, რაც მნიშვნელოვან პრობლემას ქმნის შემდგომ გრამატიკული საკითხების პრაქტიკაში გამოყენების თვალსაზრისით, მოსწავლეებმა სიღრმისეულად არ იციან ქართული ენის გრამატიკა, ეს პრობლემა თავს იჩენს ზედა კლასებში ძალიან მკვეთრად, ასევე მისაღებ გამოცდებზე ყველაზე მეტი შეცდომები მოსწავლეებს ზოგადად გრამატიკის საკითხებში აქვთ და სწორედ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად შევქმენით გრამატიკის ღრმად შესწავლის მსურველთა წრე, რომელშიც გაწევრიანებული იქნებიან 5, 6, 7 კლასის მოსწავლეები.