ქართული ენის წრე 5;6;7 კლასებში
მასწავლებელი ნათელა ღლონტი
2018 სასწავლო წლის მეორე სემესტრში შეიქმნა ქართული ენის გრამატიკის შემსწავლელთა წრე, რომელიც შედგება 10 მოსწავლისაგან. წრე
ტარდება კვირაში ორჯერ, სამშაბათს პარასკევს
წრეზე განსახილველი თემები წინასწარ არის
გაწერილი, რომელიც ემსახურება მოსწავლის, როგორც სააზროვნო ასევე წერისა და
კითხვის უნარების განვითარებას.
წრის დასახელება და მოკლე დახასიათება - დვაბზუს საჯარო
სკოლაში ჩამოყალიბდა ქართული ენის გრამატიკის
უკეთ შესწავლის მსურველთა წრე ,, ლამპარი“
წრე სკოლის რესურსების და მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით იქნა შერჩეული,
წინასწარი მოკვლევის საფუძველზე სკოლამ განსაზღვრა მიმართულება.
თემატიკა
წრის მუშაობის პროფილი მისი ჩამოყალიბების მიზანი აქტუალურობა და მნიშვნელობა
წრის მუშაობის პროფილი ,როგორც ავღნიშნეთ
ითვალისწინებს ქართული ენის გრამატიკის შესწავლას სიღრმისეულად, გათვალისწინებული იქნება
მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებები და ასაკობრივი თავისებურებები.
წრის შექმნის
მიზანია ქართული ენის გრამატიკის უკეთ შესწავლა და პრაქტიკაში
გამოყენება, სწორი უნარ-ჩვევების დაუფლება, ქართული ენის გრამატიკისადმი მოსწავლეთა
ინტერესის გაღრმავება, მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდა სასწავლო პროცესში, მოსწავლეთა
მოტივაცის ამაღლება, ასევე მოსწავლეთა შორის
თანამშრომლობითი უნარების განვითარების ხელშეწყობა.
წრის შექმნის
აქტუალობა განაპირობა კერძოდ იმან, რომ ქართული ენის გრამატიკა სკოლაში
სიღრმისეულად არ ისწავლება, ეროვნული სასწავლო გეგმა არ ითვალისწინებს გრამატიკის ცალკე
დისციპლინად შესწავლას, არ არის გამოყოფილი ენა და ლიტერატურა, რაც მნიშვნელოვან პრობლემას
ქმნის შემდგომ გრამატიკული საკითხების პრაქტიკაში გამოყენების თვალსაზრისით, მოსწავლეებმა
სიღრმისეულად არ იციან ქართული ენის გრამატიკა, ეს პრობლემა თავს იჩენს ზედა კლასებში
ძალიან მკვეთრად, ასევე მისაღებ გამოცდებზე ყველაზე მეტი შეცდომები მოსწავლეებს ზოგადად
გრამატიკის საკითხებში აქვთ და სწორედ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად შევქმენით გრამატიკის
ღრმად შესწავლის მსურველთა წრე, რომელშიც გაწევრიანებული იქნებიან 5, 6, 7 კლასის მოსწავლეები.
საწრეო მუშაობის
პროგრამა, საწრეო მუშაობის ხანგრძლივობა და შეხვედრების განრიგი
სამუშაო პროგრამა
|
მუშაობის ხანგრძლივობა
|
შეხვედრების
განრიგი (თვე, რიცხვი)
|
საწრეო მუშაობის გაცნობა წრის წევრებისთვის
|
45წთ
|
იანვარი
|
მორფოლოგია
მორფოლოგიის ძირითადი ცნებები, სიტყვის დაშლა, გრამატიკულ მნიშვნელობათა
გამოხატვის საშუალებები, მნიშვნელობის მორფოლოგიური გამოხატვის ნაირსახეობები, მეტყველების
ნაწილები, სახელზმნა, მეტყველების ნაწილთა სისტემაში)
|
|
თებერვალი
|
ზმნის მორფოლოგია
( ზმნის რაობა, ზმნის პირისა და რიცხვის კატეგორია,
ზმნის პირი, რომელობა პირისა და როგორობა პირისა, რირთა რაოდენობის საკითხი ზმნის
ერთ ფორმაში, პირთა მორფოლოგიური გამოხატვა, სუბიექტური და ობიექტური პირი, ზმნის
რიცხვი, სახელტა მრავლობითის გამოხატვა ზმნაში).
|
|
მარტი
|
მორფოლოგია ზედსართავი სახელი
(ზედსართავი სახელი , როგორც მეტყველების
ნაწილი, ზედსართავის ორი ტიპი, ზედსართავი სახელის შინაარსობრივი ჯგუფები, ზედსართავის
სახელების ფორმაწარმოების საკითხები, ზედსართავი სახელის ხარისხის ფორმები
|
|
აპრილი
|
სახელისა და ზმნის საერთო კატეგორიები. (სახელისა
და ზმნის ფორმაწარმოების შინაგანი ურთიერთკავშირი, რიცხვიხ გრამატიკული კატეგორია,
სახელის სიმრავლის ასახვა ზმნაში, სიმრავლის გამოხატვის ლექსიკური საშუალებები, პირის
ნაცვალსახელები და პირის გამოხატვა ზმნაში,)
|
|
მაისი
|
სახელის მორფოლოგია,
სახელი, ზოგადი საკითხები.
(სახელის ადგილი ფორმაცვალებად სიტყვათა შორის,სახელის რაობა, სახელის
ძირითადი მორფოლოგიური კატეგორიები, ბრუნვის კატეგორია, რიცხვის კატეგორია).
|
|
ივნისი
|
თემები, აქტივობები,
სწავლისა და სწავლების მეთოდები
ზემოთ ჩამოთვლილი განსახილველი თემების ახსნისა და გაგების
პროცესში გამოყენებული იქნება შემდეგი აქტივობები:
-პრაქტიკული მეცადინეობები;
-პრაქტიკული დავალ;ებების თეორიული ასპექტების შესწავლა;
-დემონსტრირების მეთოდი;
- ვისწავლოთ თამაშით , სახალისო აქტივობები; სიმულაციური
თამაშები
-დისკუსიები, ჯგუფური, ინდივიდუალური მუშაობები,
-აქტივობები კრიტიკული აზროვნების განვითარებისკენ მიმართული,
სტრატეგია 3, 2, 1, ვენის დიაგრამა , გადაჯაჭვული წრეწირი, და ა.შ.
-პრობლემაზე ორიენტირებული სწავლების მეთოდი
რესურსები
წრის წარმატებული მუშაობისთვის სკოლას გააჩნია შემდეგი
რესურსები, საკლასო ოთახი, დაფა, მერხები , კომპიუტერი, ბიბლიოთეკა, საკლასო ოთახი უზრუნველყოფილია
ელექტროენერგიით.