понедельник, 7 октября 2019 г.

საკლუბო მუშაობის წარმართვა 2019-2020 სასწავლო წლის განმავლობაში


2019-2020 სასწავლო წლის  განმავლობაში საკლუბო მუშაობის წარმართვა
კლუბის  კურატორი  - ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნათელა ღლონტი
კლუბის სახელწოდება და შესაბამისი ატრიბუტიკა ( სლოგანი ემბლემა)-
სახელწოდება-,,საფიხვნო“,
სლოგანი - ,,ვქმნით დემოკრატიულ სივრცეს“
ემბლემა-
კლუბის წესდება, კლუბის წევრთა უფლება მოვალეობანი, მასში გაწევრიანების პროცედურები
-კლუბს აქვს საგანმანათლებლო ხასიათი;
კლუბში გაწევრიანების უფლება აქვს  ნებისმიერ მოსწავლეს 6-12 კლასების , რომლებისც იზიარებენ კლუბის წესდებას, კლუბში გაწევრიანება ნებაყოფლობითია;
-კლუბის წევრები ესწრება შეკრებებს;
-საპატიო მიზეზით შეიძლება კლუბის წევრმა გაცდინოს შეკრება;
-კლუბის ლიდერის არჩევნები ტარდება სასწავლო წლის დასაწყისში;
-კლუბის წევრები ვალდებულნი არიან დაიცვან კლუბის წესები;
-კლუბს აქვს სახელწოდება, ლოგო, სლოგანი,, იურიდიული მისამართი,  (დვაბზუს საჯარო სკოლა)
- კლუბის წევრებს გადაეცემათ მოწმობა
კლუბის დაარსების მიზანი, ამოცანები და მათი გადაჭრის გზები,
დვაბზუს საჯარო სკოლის მოსწავლებმა 2017 წ ჩამოაყალიბდა კლუბი, რომლის კორდიანატორი მასწავლებელია ნათელა ღლონტი , კლუბის დაარსება მიზნათ ისახავს 1.მოსწავლეთა ინტელექტუალური შესაძლებლობების ამაღლებას ,2 საზოგადოებრივი საქმიანობებში მოსწავლეთა ჩართვას,  3 ცხოვრების ჯანსაღი წესის  დამკვიდრების ხელშეწყობა, 4. მულტიკულტურული საქართველო და ჩვენი გამოწვევები 5.ჩვენი წარსული, სოციალური პრობლემები ჩვენს რეალობაში და მათი აღმოფხვრის შესაძლო საშუალებები
6. ადამიანის პიროვნული თავისუფლება და  ჩვენი რეალობა
7 ტრადიციები და თანამედროვეობა,  8.ევროპა და საქართველო
8 ევროპა და საქართველოს ურთიერთობების ღრმა ფესვების წვდომა
9.ერთი ლამაზი ბაღი ჩვენს რეალობაში
ამ მიზნების მისაღწევად სხვადასხვა აქტივობებია დაგეგმილი კერძოდ:
1.სხვადასხვა ინტელექტუალური კონკურსების მოწყობა;
2.სოციალური პროექტების განხორციელება;
3.კონფერენცია  თემაზე ,,ჯანსაღი ცხოვრების წესი ჩვენი არჩევანია“ აქცია, ,, დასაასუფთავე საქართველოში’’ ჩართვა
4 დისკუსია თემაზე: ,,ეთნიკური უმცირესობა და ჩვენი რეალობა, კულტურათა დიალოგი“
5 კონფერენცია ,,ჩემი სოფელი’’
6. დისკუსია თემაზე:,,რას ნიშნავს თავისუფლება“
7 სტუმრად ჩვენი სოფლის მუზეუმში და თანამედროვეობის გამოწვევები
8. ევროპასა და საქართველოს შორის  ურთიერთობების ღრმა ფესვები , კულტურაში, პოლიტიკაში  , ლიტერატურაში ამ თემებზე პრეზენტაციების მომზადება ჯგუფების მიერ.
9. ერთი ლამაზი ბაღის გაშენება მოსწავლეებთან ერთად

კლუბის სამუშაო გეგმა: მიზნის მისაღწევად დაგეგმილი დროში გაწერილი აქტივობები

აქტივობა
განხორციელების პერიოდი
შენიშვნა
1
კლუბის სამუშაო მიზნების დასახვა

სექტემბერი

2
სოციალური პროექტების განხორციელება;
ოქტომბერი

3
კონფერენცია  თემაზე: ,,ჯანსაღი ცხოვრების წესი ჩვენი არჩევანია“ აქციის ორგანიზება-,,დაასუფთავე საქართველო’’


4
დისკუსია თემაზე:,,ეთნიკური უმცირესობა და ჩვენი რეალობა, კულტურათა დიალოგი“
ნოემბერი

5
კონფერენცია  ,,ჩემი სოფელი’’
დეკემბერი-იანვარი

6.
დისკუსია თემაზე:,,რას ნიშნავს თავისუფლება“
თებერვალი




7
სტუმრად ჩვენი სოფლის მუზეუმში და თანამედროვეობის გამოწვევები
აპრილი

8
ევროპასა და საქართველოს შორის  ურთიერთობების ღრმა ფესვები , კულტურაში, პოლიტიკაში  , ლიტერატურაში. ამ თემებზე პრეზენტაციების მომზადება ჯგუფების მიერ.
მაისი

9
ერთი ლამაზი ბაღის გაშენება მოსწავლეებთან ერთად
ივნისი


განაცხადის ფორმა კლუბში გაწევრიანების მსურველთათვის
სახელი
გვარი 
სკოლა, კლასი
კლუბში გაწევრიანების სამოტივაციო წერილი დაახლოებით  100 სიმბოლოს გამოყენება
საკონტაქტო ტელეფონი 

воскресенье, 6 октября 2019 г.

ქართული ენის გრამატიკის უკეთ შემსწავლელთა წრე ,,ათინათი''


ქართული ენის წრე 7,8 9კლასებში
მასწავლებელი ნათელა ღლონტი
2019 ახალ სასწავლო წლის პირველ  სემესტრში შეიქმნა ქართული ენის გრამატიკის შემსწავლელთა  წრე, ,,ათინათი’’,რომელიც შედგება 11  მოსწავლისაგან. წრე ტარდება კვირაში ერთჯერ   წრეზე განსახილველი თემები წინასწარ არის გაწერილი, რომელიც ემსახურება მოსწავლის, როგორც სააზროვნო ასევე წერისა და კითხვის უნარების განვითარებას. 

წრის დასახელება და მოკლე დახასიათება  - დვაბზუს საჯარო სკოლაში  ჩამოყალიბდა ქართული ენის გრამატიკის უკეთ შესწავლის მსურველთა წრე ,,,,ათინათი’’  წრე სკოლის რესურსების და მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით იქნა შერჩეული, წინასწარი მოკვლევის საფუძველზე სკოლამ განსაზღვრა მიმართულება.
            თემატიკა წრის მუშაობის პროფილი მისი ჩამოყალიბების მიზანი აქტუალურობა და მნიშვნელობა
            წრის მუშაობის პროფილი , როგორც აღვნიშნეთ ითვალისწინებს ქართული ენის გრამატიკის შესწავლას სიღრმისეულად, გათვალისწინებული იქნება მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებები და ასაკობრივი თავისებურებები.
წრის შექმნის მიზანია ქართული ენის გრამატიკის უკეთ შესწავლა და პრაქტიკაში გამოყენება, სწორი უნარ-ჩვევების დაუფლება, ქართული ენის გრამატიკისადმი მოსწავლეთა ინტერესის გაღრმავება, მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდა სასწავლო პროცესში, მოსწავლეთა მოტივაცის ამაღლება, ასევე  მოსწავლეთა შორის თანამშრომლობითი უნარების განვითარების ხელშეწყობა.
 წრის შექმნის აქტუალობა  განაპირობა  კერძოდ იმან, რომ მოსწავლეებმა სიღრმისეულად არ იციან ქართული ენის გრამატიკა, ეს პრობლემა თავს იჩენს ზედა კლასებში ძალიან მკვეთრად, ასევე მისაღებ გამოცდებზე ყველაზე მეტი შეცდომები მოსწავლეებს ზოგადად გრამატიკის საკითხებში აქვთ და სწორედ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად შევქმენით გრამატიკის ღრმად შესწავლის მსურველთა წრე, რომელშიც გაწევრიანებული იქნებიან   7, 8  კლასის მოსწავლეები.



საწრეო მუშაობის პროგრამა, საწრეო მუშაობის ხანგრძლივობა და შეხვედრების განრიგი
სამუშაო პროგრამა
მუშაობის ხანგრძლივობა
შეხვედრების განრიგი (თვე, რიცხვი)
საწრეო მუშაობის გაცნობა წრის წევრებისთვის
1 საათი
სექტემბერი
მორფოლოგია და ორთოგრაფია (არსებითი სახელი,ზედსართავი სახელი , რიცხვითი სახელი,ნაცვალსახელი ზმნა, ზმნისზედა, კავშირი ნაწილაკი, შორისდებული, რთული სიტყვები)

ოქტომბერი


სინტაქსი და პუნქტუაცია (წინადადება, სიტყვათა შეკავშირება, ამხსნელი სიტყვა, სიტყვათა აზრობრივი და გრამატიკული შეკავშირება)


წინადადების წევრები (წინადადების წევრის რაობა,წინადადების წევრის გადმოცემა რამდენიმე სიტყვით, არაწევრი სიტყვები წინადადებაში, შემასმენელი, შემასმენლის გადმოცემა, ქვემდებარის რაობა, ქვემდებარის გამოხატვა, ქვემდებარის შეწყობა შემასმენელთან რიცხვში, შემასმენელი მხოლობითში დასმულ ქვემდებარესთან, შემასმენლის რიცხვი მრავლობითში დასმულ ქვემდებარესთან, დამატება, განსაზღვრება, გარემოება.)

ოქტომბერი
წინადადება შინაარსის მიხედვით (თხრობითი, კითხვითი, ბრძანებითი, კითხვით ძახილის)

ნოემბერი
წინადადება აგებულების მიხედვით(მარტივი წინადადება,სრული და უსრული წინადადება, შერწყმული წინადადება, ერთგვარ წევრთა შეერთების საშუალება, შემასმენლის რიცხვი ერთგვარ ქვემდებარესთან, ერთგვარ წევრთა გამაერთიანებელი სიტყვები წინადადებაში, მიმართვა, სასვენი ნიშნები მიმართვასთან, შორისდებული სასვენი, ნიშნები შორისდებულთან)


რთული წინადადება
(რთული წინადადების შემადგენლობა ტირე რთულ წინადადებაში,პირდაპირი ნათქვამის ნაწილაკები, კავშირიანი და უკავშირო რთული წინადადება,მძიმე კავშირიან რთულ წინადადებაში, სასვენი ნისნები პირდაპირ ნათქვამთან, მძიმე უკავშირო რთულ წინადადებაში, პირდაპირი ნათქვამი, დიალოგი)

დეკემბერი
მორფოლოგია (სიტყვები წინადადებაში გამოყენების თვალსაზრისით, ფორმაცვალებადი და ფორმაუცვლელი სიტყვები, მეტყველების ნაწილები, სრულმნიშვნელოვანი და დამხმარე მეტყველების ნაწილები ფორმაცვალებადი და ფორმაუცვლელი მეტყველების ნაწილები).





თემები, აქტივობები, სწავლისა და სწავლების  მეთოდები
ზემოთ ჩამოთვლილი განსახილველი თემების ახსნისა და გაგების პროცესში გამოყენებული იქნება შემდეგი  აქტივობები:
-პრაქტიკული მეცადინეობები;
-პრაქტიკული დავალ;ებების თეორიული ასპექტების შესწავლა;
-დემონსტრირების მეთოდი;
- ვისწავლოთ თამაშით , სახალისო აქტივობები; სიმულაციური თამაშები, ანალიტიკური კითხვები,
-დისკუსიები, ჯგუფური, ინდივიდუალური მუშაობები
-აქტივობები კრიტიკული აზროვნების განვითარებისკენ მიმართული, სტრატეგია 3, 2, 1, ვენის დიაგრამა , გადაჯაჭვული  წრეწირი,  და ა.შ.
-პრობლემაზე ორიენტირებული სწავლების მეთოდი

 რესურსები
წრის წარმატებული მუშაობისთვის სკოლას გააჩნია შემდეგი რესურსები, საკლასო ოთახი, დაფა,  მერხები ,  კომპიუტერი, ბიბლიოთეკა, საკლასო ოთახი უზრუნველყოფილია ელექტრო ენერგიით.