ქართული ენის წრე
6,7,8 კლასებში
მასწავლებელი ნათელა ღლონტი
2019 ახალ სასწავლო
წლის მეორე სემესტრში შეიქმნა ქართული
ენის გრამატიკის შემსწავლელთა წრე, რომელიც შედგება 15 მოსწავლისაგან. წრე
ტარდება კვირაში ერთჯერ წრეზე განსახილველი
თემები წინასწარ არის გაწერილი, რომელიც ემსახურება მოსწავლის, როგორც სააზროვნო
ასევე წერისა და კითხვის უნარების განვითარებას.
წრის დასახელება და მოკლე დახასიათება - დვაბზუს საჯარო
სკოლაში ჩამოყალიბდა ქართული ენის გრამატიკის
უკეთ შესწავლის მსურველთა წრე ,, ლამპარი“
წრე სკოლის რესურსების და მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით იქნა შერჩეული,
წინასწარი მოკვლევის საფუძველზე სკოლამ განსაზღვრა მიმართულება.
თემატიკა
წრის მუშაობის პროფილი მისი ჩამოყალიბების მიზანი აქტუალურობა და მნიშვნელობა
წრის მუშაობის პროფილი ,როგორც ავღნიშნეთ
ითვალისწინებს ქართული ენის გრამატიკის შესწავლას სიღრმისეულად, გათვალისწინებული იქნება
მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებები და ასაკობრივი თავისებურებები.
წრის შექმნის
მიზანია ქართული ენის გრამატიკის უკეთ შესწავლა და პრაქტიკაში
გამოყენება, სწორი უნარ-ჩვევების დაუფლება, ქართული ენის გრამატიკისადმი მოსწავლეთა
ინტერესის გაღრმავება, მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდა სასწავლო პროცესში, მოსწავლეთა
მოტივაცის ამაღლება, ასევე მოსწავლეთა შორის
თანამშრომლობითი უნარების განვითარების ხელშეწყობა.
წრის შექმნის აქტუალობა განაპირობა
კერძოდ იმან, რომ
მოსწავლეებმა სიღრმისეულად არ იციან ქართული ენის გრამატიკა, ეს პრობლემა
თავს იჩენს ზედა კლასებში ძალიან მკვეთრად, ასევე მისაღებ გამოცდებზე ყველაზე მეტი
შეცდომები მოსწავლეებს ზოგადად გრამატიკის საკითხებში აქვთ და სწორედ ამ პრობლემის
აღმოსაფხვრელად შევქმენით გრამატიკის ღრმად შესწავლის მსურველთა წრე, რომელშიც გაწევრიანებული
იქნებიან 6, 7, 8 კლასის მოსწავლეები.
საწრეო მუშაობის
პროგრამა, საწრეო მუშაობის ხანგრძლივობა და შეხვედრების განრიგი
სამუშაო პროგრამა
|
მუშაობის ხანგრძლივობა
|
შეხვედრების
განრიგი (თვე, რიცხვი)
|
საწრეო მუშაობის გაცნობა წრის წევრებისთვის
|
45წთ
|
იანვარი
|
მორფოლოგია
მორფოლოგიის ძირიტადი ცნებები, სიტყვის დაშლა, გრამატიკულ მნიშვნელობათა
გამოხატვის საშუალებები, მნიშვნელობის მორფოლოგიური გამოხატვის ნაირსახეობები, მეტყველების
ნაწილები, სახელზმნა, მეტყველების ნაწილთა სისიტემაში.
|
|
თებერვალი
|
ზმნის მორფოლოგია
ზმნის რაობა, ზმნის პირისა და რიცხვის კატეგორია,ზმნის პირი,რომელობა
პირისა და როგორობა პირისა, პირთა რაოდენობის საკითხი ზმნის ერთ ფორმაში, პირთა მორფოლოგიური
გამოხატვა, სუბიექტური და ობიექტური პირი, ზმნის რიცხვი, სახელთა მრავლობითის გამოხატვა
ზმნაში
|
|
მარტი
|
მორფოლოგიაზედსართავი სახელი
ზედსართავი სახელი, როგორც მეტყველების ნაწილი,ზედსართავის ორი ტიპი,
ზედსართავი სახელის შინაარსობრივი ჯგუფები, ზედასართავი სახელების ფორმაწარმოების
საკითხები, ზედსართავი სახელის ხარისხის ფორმები
|
|
აპრილი
|
სახელისა და ზმნის საერთო კატეგორიები ( სახელისა და ზმნის ფორმაწარმოების
შინაგანი ურთიერთკავშირი, რიცხვის გრამატიკული კატეგორია, სახელის სიმრავლის
ასახვა ზმნაში, სიმრავლის გამოხატვის ლექსიკური საშუალებები, პირის ნაცვალსახელები
და პირის გამოხატვა ზმნაში
|
|
მაისი
|
სახელის მორფოლოგია, სახელი, ზოგადი საკითხები,
სახელის ადგილი ფორმაცვალებად სიტყვათა შორის, სახელის რაობა, სახელის
ძირითადი მორფოლოგიური კატეგორიები, ბრუნვის კატეგორია, რიცხვის კატეგორია).
|
|
ივნისი
|
ზემოთჩამოთვლილი განსახილველი თემების ახსნისა და გაგების
პროცესში გამოყენებული იქნება შემდეგი აქტივობები:
-პრაქტიკული მეცადინეობები;
-პრაქტიკული დავალ;ებების თეორიული ასპექტების შესწავლა;
-დემონსტრირების მეთოდი;
- ვისწავლოთ თამაშით , სახალისო აქტივობები; სიმულაციური
თამაშები
-დისკუსიები, ჯგუფური, ინდივიდუალური მუშაობები,
-აქტივობები კრიტიკული აზროვნების განვითარებისკენ მიმართული,
სტრატეგია 3, 2, 1, ვენის დიაგრამა , გადაჯაჭვული წრეწირი, და ა.შ.
-პრობლემაზე ორიენტირებული სწავლების მეთოდი
რესურსები
წრის წარმატებული მუშაობისთვის სკოლას გააჩნია შემდეგი
რესურსები, საკლასო ოთახი, დაფა, მერხები
, კომპიუტერი, ბიბლიოთეკა, საკლასო ოთახი უზრუნველყოფილია ელექტრო ენერგიით.
Комментариев нет:
Отправить комментарий