пятница, 23 сентября 2022 г.

 

ქართული ენის წრე 10-11კლასებში

მასწავლებელი ნათელა ღლონტი

2022  სასწავლო წლის პირველ სემესტრში შეიქმნა ქართული ენის გრამატიკის შემსწავლელთა  წრე, ,,ათინათი’’, რომელიც შედგება 10  მოსწავლისაგან. წრე ტარდება კვირაში ორჯერ  წრეზე განსახილველი თემები წინასწარ არის გაწერილი, რომელიც ემსახურება მოსწავლის, როგორც სააზროვნო ასევე წერისა და კითხვის უნარების განვითარებას. 

 

წრის დასახელება და მოკლე დახასიათება  - დვაბზუს საჯარო სკოლაში  ჩამოყალიბდა ქართული ენის გრამატიკის უკეთ შესწავლის მსურველთა წრე ,,,,ათინათი’’  წრე სკოლის რესურსების და მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით იქნა შერჩეული, წინასწარი მოკვლევის საფუძველზე სკოლამ განსაზღვრა მიმართულება.

            თემატიკა წრის მუშაობის პროფილი მისი ჩამოყალიბების მიზანი აქტუალურობა და მნიშვნელობა

            წრის მუშაობის პროფილი , როგორც აღვნიშნეთ ითვალისწინებს ქართული ენის გრამატიკის შესწავლას სიღრმისეულად, გათვალისწინებული იქნება მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებები და ასაკობრივი თავისებურებები.

წრის შექმნის მიზანია ქართული ენის გრამატიკის უკეთ შესწავლა და პრაქტიკაში გამოყენება, სწორი უნარ-ჩვევების დაუფლება, ქართული ენის გრამატიკისადმი მოსწავლეთა ინტერესის გაღრმავება, მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდა სასწავლო პროცესში, მოსწავლეთა მოტივაცის ამაღლება, ასევე  მოსწავლეთა შორის თანამშრომლობითი უნარების განვითარების ხელშეწყობა.

 წრის შექმნის აქტუალობა  განაპირობა  კერძოდ იმან, რომ მოსწავლეებმა სიღრმისეულად არ იციან ქართული ენის გრამატიკა, ეს პრობლემა თავს იჩენს ზედა კლასებში ძალიან მკვეთრად, ასევე მისაღებ გამოცდებზე ყველაზე მეტი შეცდომები მოსწავლეებს ზოგადად გრამატიკის საკითხებში აქვთ და სწორედ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად შევქმენით გრამატიკის ღრმად შესწავლის მსურველთა წრე, რომელშიც გაწევრიანებული იქნებიან   10.11  კლასის მოსწავლეები.


 

 

საწრეო მუშაობის პროგრამა, საწრეო მუშაობის ხანგრძლივობა და შეხვედრების განრიგი

სამუშაო პროგრამა

მუშაობის ხანგრძლივობა

შეხვედრების განრიგი (თვე, რიცხვი)

საწრეო მუშაობის გაცნობა წრის წევრებისთვის

1 საათი

სექტემბერი

 გრამატიკული დრო, ასპექტი, სრული ასპექტის წარმოება, უასპექტო ზმნები, კილო, ბრძანებითი კილოს სახეები და მათი გამოხატვის საშუალებები.

კილო, ბრძანებითი კილოს სახეები და მათი გამოხატვის საშულებები. წართქმითი და უკუთქმითი ბრძანებითი კილო.

 

 ოქტომბერ ნოემბერი

 

 

მწკრივები და სერიები,

მწკრივები რაობა, ფორმათა რაოდენობა მწკრივებში.

უღლება, მწკრივთა სერიები, ზმნის ფუძე.

 

დეკემბერი

თემები, აქტივობები, სწავლისა და სწავლების  მეთოდები

ზემოთ ჩამოთვლილი განსახილველი თემების ახსნისა და გაგების პროცესში გამოყენებული იქნება შემდეგი  აქტივობები:

-პრაქტიკული მეცადინეობები;

-პრაქტიკული დავალ;ებების თეორიული ასპექტების შესწავლა;

-დემონსტრირების მეთოდი;

- ვისწავლოთ თამაშით , სახალისო აქტივობები; სიმულაციური თამაშები, ანალიტიკური კითხვები,

-დისკუსიები, ჯგუფური, ინდივიდუალური მუშაობები

-აქტივობები კრიტიკული აზროვნების განვითარებისკენ მიმართული, სტრატეგია 3, 2, 1, ვენის დიაგრამა , გადაჯაჭვული  წრეწირი,  და ა.შ.

-პრობლემაზე ორიენტირებული სწავლების მეთოდი

 

 რესურსები

წრის წარმატებული მუშაობისთვის სკოლას გააჩნია შემდეგი რესურსები, საკლასო ოთახი, დაფა,  მერხები ,  კომპიუტერი, ბიბლიოთეკა, საკლასო ოთახი უზრუნველყოფილია ელექტრო ენერგიით.

Комментариев нет:

Отправить комментарий